დიასახლისის შრომა საქართველოში აღიარებული არაა, თუმცა, ქალები, რომლებიც ფორმალური დასაქმების მიღმა არიან, რამდენიმე პროფესიასა და საქმიანობას ითავსებენ. შეავსეთ “ნეტგაზეთის” კალკულატორი და გაიგეთ, რა ღირს დიასახლისის უხილავი შრომა წლიურად
კალკულატორში უკვე მითითებულია საშუალო ღირებულება იმ შრომის, რომელსაც დიასახლისები ყოველდთიურად ითავსებენ. მაგალითად, მზარეული რომ დაიქირაოთ, ყოველ სამუშაო დღეზე ამისთვის საშუალოდ 30 ლარის გადახდა მოგიწევთ. თვეში 10 დღე მზარეულის მომსახურებისთვის კი საშუალოდ 300 ლარის გადახდა მოგიწევთ.
თბილისში დამლაგებელი რომ დაიქირაოთ, თითო ვიზიტზე დაახლოებით 50 ლარი უნდა გადაუხადოთ, რაც საშუალოდ თვეში 200 ლარი ეღირება, თუ ამ სერვისით კვირაში ერთხელ ისარგებლებთ.
ძიძების დაქირავების ფასი კი, მომვლელის კომპეტენციიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, 400 დან – 800 ლარამდე მერყეობს. საშუალო ფასად “ნეტგაზეთის” კალულატორში 550 ლარია მითითებული. დაწყებითი კლასების რეპეტიტორის დასაქირავებლად კი საშუალოდ საათში 10 ლარის გადახდახდა მოგიწევთ.
“ნეტგაზეთის” მიერ მომზადებულ კალკულატორში მონაცემების შეცვლა თავადაც შეგიძლიათ. მაგალითად, თუ მხოლოდ მზარეულის და დამლაგებლის მომსახურების საფასურის გამოთვლა გსურთ, კალკლულატორში დანარჩენ მონაცემებს ტოლობის შემდეგ დაწერილი რიცხვის ნაცვლად 0 შეგიძლიათ შეიყვანოთ. ან თუ ფიქრობთ, რომ კალკულატორში დასახელებული მომსახურების მიღება სხვა ფასად შეგიძლიათ, ტოლობის შემდეგ მოცემული რიცხვები შეცვალეთ.