რაჭაში დასრულდა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ”არტრა 2020”, რომელიც ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
15 სექტემბერს ,,არტელი -რაჭის” რეზიდენციაში, წარმოდგენილი იყო მარი ათანელის ფოტო ნამუშევრების და მამუკა ფრუიძის ფერწერული ტილოების გამოფენა.
,,ამბროლაურის ხმას” ესტუმრა ფოტოგრაფი მარი ათანელი
მოუსმინეთ მას ბმულზე: https://bit.ly/2RNGgkz
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „არტრა-2020“–ის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „არტელი-რაჭა“, რომლის დამფუძნებელი გახლავთ კოტე ჯინჭარაძე.
,,არტელი რაჭა” მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭყვიშში და 15 წლის განმავლობაში ემსახურება თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და განვითარებას რაჭაში.