რაჭაში სრულდება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ”არტრა 2020”, რომელიც ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
15 სექტემბერს 19:00 საათზე, “არტელი -რაჭის” რეზიდენციაში, წარმოდგენილი იქნება მარი ათანელის ფოტო ნამუშევრების და მამუკა ფრუიძის ფერწერული ტილოების გამოფენა.
ფესტივალი ტარდება, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და “შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით
“კოვიდ 19” ის რეგულაციების შესაბამისად ფესტივალის ორგანიზატორები მოგვიწოდებენ, რომ დახურვის ღონისძიებაზე პირბადეები თან ვიქონიოთ.