/თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „არტრა 2020“

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „არტრა 2020“

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

18 ივლისს 20:00 ამბროლაურში, იხსნება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „არტრა-2020″.

18 ივლისი – ელენე რაქვიაშვილის პერფომანსი და წიგნის პრეზენტაცია,  ღონისძიების მასპინძელია „კაფე ჟანგბადი“
19 ივლისი 19:00 სთ, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, შოთიკო აფციაურის გამოფენა – ,,ვჭრით ხეებს, ვაშენებთ ეკლესიას“ ( მომზადებული „პროპაგანდა“ს მიერ)

ორი თვის განმავლობაში, ფესტივალი „არტრა-2020“ რაჭის მოსახლეობას და კუთხეში დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ ჩამოსულ სტუმრებს შესთავაზებს საინტერესო გამოფენებს, პრეზენტაციებს, წარმოდგენებს, კონცერტებს.

ჩამოსულ ხელოვანებსა და კულტურის სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებს შორის გაიმართება შეხვედრები, დისკუსიები, მასტერკლასები.

ფესტივალი „არტრა-2020“–ის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „არტელი-რაჭა“, რომელიც მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭყვიშში და 15 წლის განმავლობაში ემსახურება თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და განვითარებას რაჭაში.

  • ფესტივალის იმართება „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
  • ფესტივალის პარტნიორებია:
  • ამბროლაური სახვითი ხელოვნების მუზეუმი,
  • ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  • პროპაგანდა
  • პრინტის საერთაშორისო ფესტივალი
  • კაფე ჟანგბადი

ფესტივალის სლოგანია „ყველა ფერი ნათელია“

,,ზოგადად სამყაროში არსებული ყოველი ფერი, ყოველი პიგმენტი, ტონები და ნახევარტონები მზის სინათლის სხივების გარდატეხით და სპექტრალური დაშლით მიიღება, სინათლე დროთა განმავლობაში აღწევს სიბნელის ყველაზე დაცულ კუთხეებშიც კი, იქაც სადაც ხელოვნურად შექმნილი ზღუდეებია.
აღქმის სიმძაფრე ყველა ფერს კონტრასტულს ხდის. ყველა ფერს მკაფიო და მკვეთრი პალიტრით ამრავალფეროვნებს.
თანამედროვე ხელოვნება მიმდინარე, თუ არსებულ მოვლენებს, სრულიად მოულოდნელი კუთხით და ფორმით გვანახებს. განსხვავებული აქცენტებით ახდენს საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას საზოგადოებაშივე არსებული, დაგროვილი, მტკივნეულ, პოზიტიურ თუ ნეგატიური პრობლემატიკაზე, შემდეგ კი თვითგამოხატვის უნივერსალური ტექნიკური და ტრადიციული მეთოდებით როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ბეჭდვა, ვიდეო, ინსტალაცია, ობიექტი, პერფომანსი, ციფრული მედიები, , ტექსტი. საუნდი, მრავლისმომცველს ხდის და ამრავალ ფერო ვნებს კულტურის სივრცეს. დღესაც ყველა ფერი აქტუალურია, ყველა ფერი დასალაგებელია. დღეს ყველა ფერი ახალი მნიშვნელობებით იტვირთება. დღეს ყველა ფერი თავისი განვითარების ახალ პროცესს გადის.
და აქ ყველა ფერი ნათელია.”  © კოტე ჯინჭარაძე