/ქორეოგრაფიული ჯგუფი TMS ,,ნიჭიერი”–ს ნახევარფინალშია

ქორეოგრაფიული ჯგუფი TMS ,,ნიჭიერი”–ს ნახევარფინალშია

Spread the love

 

ქორეოგრაფიული ჯგუფი TMS ,,ნიჭიერი”–ს ნახევარფინალშია

ორშაბათს 9 ნოემბერს, არ გამოტოვოთ ,,ნიჭიერი”, თქვენი ხმა განსაზღვრავს რაჭველების ფინალისტობას, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე –0903300351 (ხმის მიცემა უკვე დაწყებულია და ზარის ღირებულება 50 თეთრია).

,,ახლა ყველაზე მეტად თქვენი დახმარება გვჭირდება რომ გადავიდეთ ფინალში. გთხოვთ დაგვირეკოთ და დაგვიმესიჯოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა თქვენი მხარდაჭერაა”

ჩვენთან სტუმრად მოვიწვიეთ ქორეოგრაფი სოფო ბოჭორიშვილი თავის გოგონებთან ერთად, სადაც ისაუბრეს თუ როგორი რთული გზა გაიარა ჯგუფმა ამ სატელევიზიო მეგა შოუმდე და  რატომ ნიჭიერი..

შეგახსენებთ, რომ როდესაც საქარველოში  დაიწყო პროექტი ნიჭიერი, პირველად რაჭის სახელით, ნახევარფინალში მონაწილეობდნენ, ყველასათვის ცნობილი სახალხო თეატრის მსახიობი და მოცეკვავე – ლილიანა მხეიძე და ჩვენი ანსამბლის ქორეოგრაფი სოფო ბოჭორიშვილი.

ბარბარე ქემოკლიძე: ,,მაშინ მე და ლილე რატიანი სულ პატარები კულისებში ვიდექით და  ვგულშემატკივრობდით ჩვენ  დედიკოებს.
მას მერე ორივემ მიზნად  დავისახეთ ნიჭიერში მონაწილეობა. ამისათვის წლების მანძილზე ჩვენ ქორეოგრაფთან და  ჯგუფის  წევრებთან ერთად  ბევრს  ვშრომობდით, რომ აქამდე  მოვსულიყავით. მე მგონი  სიმბოლურიცაა, რომ  10  წლის  შემდეგ ნიჭიერში უკვე ჩვენი მშობლები გვგულშემატკივრობენ. ეს ძალზედ დიდ სტიმულსა და მოტივაციას გვაძლევს, რომ  წარმატებულად  ვიმონაწილეოთ  ამ  პროექტში და ვასახელოთ ჩვენი კუთხე.”

სოფო ბოჭორიშვილი გოგოებთან ერთად გვესაუბრა ჯგუფის შექმანასა და მათ სამომავლო გეგმებზე, ვრცლად მოუსმინეთ ბმულზე: https://www.mixcloud.com/ambrolauriskhma/თი-ემ-სი/

 

 

 


Spread the love