/ამბროლაურის ზრდასრულთა განათლბის ცენტრი 2020 წლის ყველაზე კრეატიულ ცენტრად დასახელდა

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლბის ცენტრი 2020 წლის ყველაზე კრეატიულ ცენტრად დასახელდა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

8 დეკემბერს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა 2020 წლის შემაჯამებელი ღონისძიება პლათფორმა Zoom-ის საშუალებით გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ DVV International-ის საქართველოს ოფისის თანამშრომლები, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის თორმეტივე წევრი ცენტრის თანამშრომლები, ბენეფიციარები, ტრენერები, პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს გამოვავლინეთ 2020 წლის საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი, ბენეფიციარი, ტრენერი და ცენტრი – ამბროლაურის ზრდასრულთა განათლბის ცენტრი 2020 წლის ყველაზე კრეატიულ ცენტრად დასახელდა.

,,მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ონლაინ სივრცეში ჩატარდა, მაინც შევძელით სხადასხვა ცენტრის მიერ წლის განმავლობაში შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების დათვალიერება და ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ახლად შექმნილი ბენდის მიერ შესრულებული სიმღერების მოსმენა.” – საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი

ამბროლაურის ზრდასრუთა განათლების ცენტრის მიერ 2020 წლის განვალობაში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.