/სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესია

სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესია

Spread the love

 

რაჭის დიდი სიმდიდრეს წარმოადგენს სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესია

დარბაზული ტაძრის აგების დროის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, აზრი არ არსებობს, მკვლევართა უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ ჯვარცმის ეკლესია აშენებულია XIII საუკუნეში.

დიდ ყურადღებას იქცევს კედლის ფრესკული მხატვრობა, რომელიც შესრულებულია XV და XVIII საუკუნეებში.

ტაძარი მდებარეობს სოფლის განაპირას, მდ. სონტარულის მარცხენა ნაპირას, აქ სამონასტრო ცხოვრება 1850-იან წლებში მოიშალა.

ჯვარცმის ტაძარი დიდ სიმდიდრეს ფლობდა საეკლესიო ინვენტარისა და ძველი ხელნაწერი წიგნების სახით, მათი დიდი ნაწილი წაღებული იქნა სხვადასხვა რჯულის მძარცველთა მიერ. XIX საუკუნეში განძის ერთი ნაწილი სასულიერო მოღვაწეებს გადარჩენის მიზნით გელათში გადაუტანიათ.

ჯვარცმის ეკლესიაში ინახებოდა XII საუკუნეში მოჭედილი, სორის დიდი ჯვარი (2,96 × 1,31მ),  გიორგი ბოჭორიძის აღწერით: ,,ხის ჯვარი, შემკული წინა მხარეს ვერცხლით ნაჭედი ხატებით, ძლიერ დაზიანებული. აქ არის ჭედილი ხატები- მაცხოვრისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, გაბრიელ მთავარანგელოზისა და წმ. გიორგისა“. მეცნიერს აქ აღარ დახვდა სიძველეები, გაძარცვული და დაზიანებული აღმოჩნდა მაღალი ხელობის ოლარიც, რომელიც ნესტორ მინდელის აღწერით, ძველად შემკული ყოფილა 267 მარგალიტით, 17 ლალით და კიდევ სხვა უამრავი ძვირფასი თვლებით.


Spread the love