/რაჭაში 1966 წელს სპექტაკლი ,,ვეფხისტყაოსანი” დაიდგა

რაჭაში 1966 წელს სპექტაკლი ,,ვეფხისტყაოსანი” დაიდგა

Spread the love

 

1966 წლის 18 სექტემბერს, ზუსტად 54 წლის წინ, რაჭაში,  ბარაკონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა ,,ვეფხისტყაოსნის,, დაწერიდან 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის იდეის ავტორი  მელქო ბიბილაშვილი გახლდათ.

დაიდგა რომანის ერთი მონაკვეთი,  ,,ქაჯეთის ციხიდან ნესტან–დარეჯანის დახსნა, ტარიელის, ავთანდილის და ფრიდონის მიერ“  მინდაციხე კი სპექტაკლში, რა თქმა უნდა ქაჯეთის ციხე იყო.

დადგმა განახორციელა პედაგოგმა კოტე ხიდეშელმა, რუსთველის როლს ასრულებდა ანზორ კობახიძე, ტარიელისას  შოთა ლობჯანიძე, ფრიდონი– გიორგი (ჟორა) დვალი, ავთანდილი–ანგი იაშვილი, ნესტან-დარეჯანის როლს კი ლალი ქართველიშვილი თამაშობდა.

სპექტაკლს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, როგორც ადგილობრივი ისე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მაყურებლები.

თენგიზ გოგორელიანი ამბობს, რომ ამ დადგმის ვიდეო მასალა არსებობს, თუმცა მისი მოძიება დღემდე ვერ მოხერხდა.

გამოყენებული მასალა: თენგიზ გოგორელიანი

ეს კი იმდროინდელი ამბროლაურის გაზეთი ,,კომუნიზმის დროშაა”


Spread the love