/“ადამიანი ადამიანისთვის მზეა”

“ადამიანი ადამიანისთვის მზეა”

Spread the love

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენდი ,, კიდო ბანი”, თბილისში მუსიკალური აპარატურის შესაძენად იყო წასული.

მუსიკალურ მაღაზიაში მისულმა ბიჭებმა ინსტრუმენტების ,,გატესტვა” ( შემოწმება) დაიწყეს, სრუილად შემთხვევით მათ გამოეცნაურათ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დაინტერესდა ბენდით, თუ როდის ჩამოყალიბდა, საიდან იყვნენ ,რა პირობებში უწევდათ მუშაობა, აქვე გეტყვით რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბიჭებს სათლზე გადაკკრული პოლიეთილენის პარკი ჰქონდათ კახონის ნაცვლად,  ნანათხოვარი ინსტრუმენტები და  იდეა, იდეა იმისა თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათი ბენდი და მუსიკა.

როდესაც ბიჭბმა პირველი კონცერტი გამართეს DVV Intenational- საქართველომ კომბები შეუძინა და მალევე  ჩეხეთის კარიტასმა მცირე გრანტით დააფინანსა მათი ინსტრუმენტები.

 ბენდის ბიჭებით დაინტერესებული ივა ჩიტიძე გაოცდა და გაუხარდა, რომ რაჭაში ასეთი ახალგაზრდები არსებობენ, მან გვერდში დგომის ნიშნად, ბიჭებს საკმაოდ ძვირადღირებული და მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, საჭირო საჩუქარი გაუკეთა, რომელსაც ბენდი ამ ხნის განმავლობაში ნატრულობდა .

ბიჭები გაოცებულები დარჩნენ დღემდე ვერ იჯერებენ თუ ცხადში მოხდა.

ეს კეთილი და უმაგრესი ადამიანი გახლავთ ივა ჩიტიძე, კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას ვუხდით მას გვერდში დგომისთვის და ბენდის სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის.

 


Spread the love