/რა აღმოაჩინეს გუდიაშვილის მოედნის რესტავრაციისას

რა აღმოაჩინეს გუდიაშვილის მოედნის რესტავრაციისას

Spread the love

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე რესტავრაციისას 20-მდე სხვადასხვა ზომის ქვევრი, 6 თონე და სხვა არქიტექტურული მასალა იპოვეს. ამის შესახებ “ტფილისის ჰამჰქრის” წევრმა ცირა ელისაშვილმა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” პროექტის ფარგლებში გამართულ ლექციაზე ისაუბრა.

ელისაშვილის თქმით, გუდიაშვილის მოედნის ტერიტორია, თუ არ ჩავთვლით ორ ნაგებობას, ერთადერთია თბილისში, რომელიც პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა, როცა ისტორიული შენობების რესტავრაციის პროცესში არქეოლოგიურ მასალას მიაკვლიეს.


Spread the love