ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო,…

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭომ გასულ კვირას…

ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილემ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილემ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან არჩილ ჯაფარიძესთნ ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ობიექტებს შორის იყო: ამბროლაურში მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრი სამუშაოები და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ონში ბარი-მრავალძალის გზა, ონის ქუჩების…

ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ქვემო ქართლში კვლავ საყურადღებოა. დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ხვალიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 20 შემთხვევა გარდაბანში დადასტურდა. „ისევ და ისევ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები,…

ვის გადაუვადდება სავალდებულო სამხედრო სამსახური

სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ. აღნიშნული ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. პროექტის ინიციატორი განათლების სამინისტროა. მოქმედი ნორმის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო, რაც…

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების  წარდგენა კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა…

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს. რეფორმის მიზანია, სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისათვის წვდომის გაადვილება, ლიკვიდობის ზრდა და უფრო მეტი გამჭვირვალობა. რეფორმა ორ კომპონენტს მოიცავს. რეფორმის პირველი კომპონენტი გლობალური სავალუტო კოდექსია,…

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით  მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას  ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. საქართველოში დღეს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1039…

დაგვიანებული წერილი ბებიას…

ლექსის ავტორი   ბადრი სულაძე ალბათ, ბალი რა ხანია შემოვიდა და თუთის ხეს შაშვები არ ასვენებენ... მოგონება ჭიასავით შემომიჩნდა, ჩიტები კი შენს წერილებს მახსენებენ...   მე ამ წერილს ჩიტს ვატანო, ასე მწერდი, გიჯერებდი, მაგრამ მაინც სანახევროდ,…

“დაგეგმე შენი ბიუჯეტი”-ს ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში USAID GGI-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი“.  პროექტის მიზანია ამბროლაურის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება. ამისათვის საჭიროა, რომ ამბროლაურში რეგისტრირებულმა პირებმა წარმოადგინონ საპროექტო  წინადადებები. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. შეხვედრები ამ ეტაპზე …

როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,სასწავლო წლის განახლებასთან ერთად იგეგმება საბავშვო ბაღების გახსნაც, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები იმოქმედებს. მისი თქმით, სკოლებისგან განსხვავებით, სადაც შერეული ტიპის მოდელით სწავლის განახლების საკითხი განიხილება, ვერ გამოიყენება საბავშვო ბაღების მუშაობისათვის.…