/“დაგეგმე შენი ბიუჯეტი”-ს ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობს

“დაგეგმე შენი ბიუჯეტი”-ს ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობს

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში USAID GGI-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი“.
 პროექტის მიზანია ამბროლაურის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება. ამისათვის საჭიროა, რომ ამბროლაურში რეგისტრირებულმა პირებმა წარმოადგინონ საპროექტო  წინადადებები.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. შეხვედრები ამ ეტაპზე  გაიმართა – ნიკორწმინდის , ჭელიაღელის, სადმელისა და წესის თემებში.
პროექტის წარდგენა შესაძლებელია http://ambrolauri.gov.ge ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ფორმის ონლაინ შევსებით ან/და მერის წარმომადგენლის მეშვეობით.
საპროექტო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს ოთხ კრიტერიუმს –
  1. პროექტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს
  2. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 ათას ლარს
  3. შესასრულებელი სამუშაო უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის კონპეტენციაში. უფრო კონკრეტულად , საპროექტო წინადადება უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:
  • გამწვანება
  • გზის, ქუჩის მოწესრიგება
  • დასუფთავების საკითხების მოგვარება
  • სარიტუალო სახლები და აღჭურვა
  • სასაფლაოების კეთილმოწყობა
  • ქუჩის განათება
  • სანიაღვრეების მოწყობა
  • პარკის, სკვერის გაშენება- მოწესრიგება
  • სპორტული მოედნების მოწესრიგება, გაკეთება
  • საბავშვო ატრაქციონების მოწყობა
  • სხვა მსგავსი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები
  1. მსგავსი პროექტი არ უნდა იყოს ჩასმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში
საპროექტო წინადადების მიღება უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 31 ივლისამდე.
ამის შემდეგ მოხდება საპროექტო წინადადების ღია კენჭისყრა.
 ყველაზე მეტი ხმის მქონე პროექტი დაფინანსდება 2021 წლის ბიუჯეტიდან.
ამ ეტაპზე შესულია 10-მდე განაცხადი.