/საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე
საქართველოში კორონავირუსით  მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას  ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1039 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 900-ს შეადგენს.