/ერთა ლიგა 2020 | საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ერთა ლიგა 2020 | საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

 

სექტემბერს ევროპის სტადიონებზე უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება იწყება.

 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.

ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას.

სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის “საბურთალოს” მცველი ნიკა მალი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ ორ შეხვედრასამერიკის საფეხბურთო ლიგის სან ხოსე ერთქვეიქსის ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენმიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე რეგულაციებიაკლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდარომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისიკვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორიასეტუბალიპორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალოთბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნიშვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარიდონეცკიუკრაინა), გია გრიგალავა (არსენალიტულარუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფარუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორივოლგოგრადირუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროშიუნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალოთბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამობათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლიყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმიავსტრია), ვაკო გვილია (ლეგიაპოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტიბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტეჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისიკვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორითურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუთურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორივოლგოგრადირუსეთი), გიორგი კუცია (დინამოთბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტიბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისიკვიპროსი)

უახლოესი ორი მატჩისთვისცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობარომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამოთბილისი), დავით კობოური (დინამოთბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგიდანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლაპლოცკიპოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარიუნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარიყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისისაბერძნეთი).

უეფას გადაწყვეტილებითსექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდებაეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.