/საფეხბურთო ტურნირი ლუხუნის ხეობაში

საფეხბურთო ტურნირი ლუხუნის ხეობაში

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ლუხუნის ხეობაში იწყება ტურნირი მინი–ფეხბურთში, ‘’გიოს თასი 2020 ‘’

ტურნირის ორგანიზატორები არიან: გიორგი ლობჯანიძე და ლევან კვინიკაძე.

თასი იქნება გარდამავალი და ტურნირი ჩატარდება ყოველ წლიურად.

ტურნირის ერთ–ერთი ორგანიზატორი გიორგი ლობჯანიძე:

,,ვგემვათ, რომ ტურნირი განვითარდეს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს, ახლა სრულიად განადგურებულ სტადიონზე გვიწევს ჩატარება, ამბროლაურის მერიამ ახალი განათება გააკეთა და შეგვპირდნენ, რომ მომავალ წელს სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სტადიონი ცუდ მდგომარეობაშია მაგრამ აქ ამ ტურნირის ჩატარებას პროინციპული მნიშვნელობა აქვს.

რამდენიმე დღის წინ ტრაქტორით გავწმინდეთ რამდენიმე ადგილი შემდეგ კი ხელით გავასუფთავეთ ყველაფერი.

სტადიონი სოფელ ურავშია, მოსახლეობა ყველაფერში ჩართულია და ყველა ძალიან გვეხმარება, დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისათვის.

ტურნირის მხარდამჭერია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაცია და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბექა ოშხერელს და ბ–ნ დავით მხეიძეს, გვერდში დგომისა და დახმარებისთვის.

ასევე ძალიან აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი ამ  პროესებში, ტურნირისთვის ბანერი გვაჩუქეს , ასევ თამაშებზე ერთ–ერთი კომპანია შემოიტანს გაზიან სასმელებს.

ტურნირის ხანგძლივობას მინიმუმ 10 დღეს ვფიქრობ,  გუნდების რაოდენობას გააჩნია.”

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სოფლის გუნდს.

იქნება პრიზები, საპრიზო ფონდი, თასები, მედლები და ბევრი საჩუქრები.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 აგვისტო.

ტურნირი დაიწყება 21 აგვისტოს 18:00 სთ-ზე

მატჩები გაიმართება სოფელ ურავში “წარმოების სტადიონზე”

ტურნირი ეძღვნება გარდაცვლილ გიორგი ჯელაძეს

 

სტადიოზე მუშაობის პროცესი

 

ტურნირის ორანიზატორები:

ურავის სტადიონი