/როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები

როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები

Spread the love

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,სასწავლო წლის განახლებასთან ერთად იგეგმება საბავშვო ბაღების გახსნაც, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები იმოქმედებს.
მისი თქმით, სკოლებისგან განსხვავებით, სადაც შერეული ტიპის მოდელით სწავლის განახლების საკითხი განიხილება, ვერ გამოიყენება საბავშვო ბაღების მუშაობისათვის.
„საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ საბავშვო ბაღებიც მოიაზრება. როდესაც სწავლა დაიწყება, ბაღებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები არის იგივე, ზოგადი, რაც ყველა შემთხვევაში გვაქვს.
რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღებში ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, იქ სადაც ბაღი იქნება განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაზეც ვიცით, რომ ვმუშაობთ – ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები“, – აღნიშნა გაბუნიამ.

 

 


Spread the love