/ძველი რაჭული ამინდის პროგნოზი

ძველი რაჭული ამინდის პროგნოზი

Spread the love

მარტივი მისახვედრია, თუ რატომ დაიმკვიდრა თავი “ტაბუს” ან ამინდის ხალხური პროგნოზის ჩამონათვლიდან ზოგიერთმა მათგანმა.
მაგ.: “მარილის დაბნევამ ჩხუბი იცისო.” უგზოობის და უფულობის გამო რაჭველ გლეხს მარილის მოტანა უჭირდა ამიტომ, ბუნებრივია, მისი დაბნევა ოჯახში ტრაგედია იყო.
 მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს პრობლემა კარგა ხანია აღარ არსებობს, თქმულება მაინც შემორჩა. რაც შეეხება მოსალოდნელი ამინდის ხალხურ პროგნოზს – ეს წლების განმავლობაში დაგროვილი გლეხი კაცის დაკვირვების შედეგია და ზოგიერთი მათგანი დღესაც მყარად არის ჩაბეჭდილი ჩვენ ქვეცნობიერში.
-თუ კატა ბუხარს არ სცილდება, მობუზულია და ამთქნარებს, აუცილებლად იწვიმებს.
-ღორი თუ ჩვარს დაათრევს, ცუდი ამინდის ნიშანია.
-თუ საქონელი მოუსვენრად არის, ბოსლიდან გარეთ მიიწევს და ბღავის აუცილებლად მიწისძვრაა მოსალოდნელი.
-თუ ბეღურები მოწყენილები არიან და ბუდის ახლოს ტრიალებენ, აუცილებლად იწვიმებს.
-თუ ბაყაყები ძლიერ ყიყინებენ, იმ ღამეს გაწვიმდება.
-თუ ხიდან თოვლი არ ცვივა, ისევ თოვლია მოსალოდნელი.
-კვამლი რომ მიწას “გაერთხმება”, ჩაგუბდება და ზევით არ მიდის, მაშინ ძლიერი წვიმა მოსალოდნელი.
-თუ საღამოობით დასავლეთით ცა “წითლად ღუის”, მეორე დღეს კარგი ამინდი იქნება.
-თუ დილით აღმოსავლეთით ცა ” იწითლებს” იმ დღეს ცუდი ამინდი იქნება.
-თუ ცა ძალიან არის ვარსკვლავებით გადაჭედილი, მეორე დღეს იწვიმებს.

ანა ერისთავი

ასევე დაგაინტერესებთ “რაჭული ტაბუ”


Spread the love