/„ბლოგერები ზემო რაჭიდან“ ახალგაზრდების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

„ბლოგერები ზემო რაჭიდან“ ახალგაზრდების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

Spread the love

 

საინიციატივო ჯგუფი ზემო რაჭიდან ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15-18 წლის ახალგაზრდებს პროგრამაში „ბლოგერები ზემო რაჭიდან“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს

პროექტის კორდინატორია გვანცა აქიაშვილი, ის ცოტა ხნის წინ, ლიეტუველ მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ონში გადმოვიდა. აქ წამოიწყო მოხალისეობრივი პროექტი ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის, რომელმაც იდეების კონკურსში გაიმარჯვა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განაცხადების მიღება მონაწილეების შერჩევისათვის.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და მის ფარგლებში, 15-18 წლის ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა აიმაღლონ კვალიფიკაცია, განივითარონ სხვადასხვა სფეროსათვის აუცილებელი, ონლაინ მედია საშუალებების მართვის უნარ-ჩვევები, ბლოგის/ვლოგის თუ მცირე ანიმაციური ვიდეოების შექმნით აღმოაჩინონ თვითგამოხატვის ახალი გზები, მოუყვნენ სხვებს საკუთარი თემისა და მათ ირგვლივ მცხოვრები ადამიანების შესახებ და საინტერესოდ გაატარონ დრო.

პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში შეირჩევა 10-12 ახალგაზრდა.

მონაწილეები მიიღებენ ბლოგერობისათვის აუცილებელ პრაქტიკულ ცოდნას, ისწავლიან Stop-motion ვიდეოების შექმნას.

შეხვედრები ჩატარდება მცირე ჯგუფებში, არასასკოლო დროს. მუშაობას წარუძღვება საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერი.

ონლაინ განაცხადის შევსება შესაძლებელია 13 ნოემბრამდე.

განცხადების შევსებად გადადით ბმულზე : https://bit.ly/2IfNnRM

საკონტაქტო პირი: გვანცა აქიაშვილი // მობ: +995 599 97 35 34 // ელ.ფოსტა: gakiashvili@gmail.com

პროგრამა, რომელიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხრდაჭერით პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივაფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას, ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარებას და მოხალისეობის პოპულარიზაციას.

 


Spread the love