/პროფესიული განათლების როლი და მნიშვნელობა -კოლეჯი ,,ერქვანი” აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

პროფესიული განათლების როლი და მნიშვნელობა -კოლეჯი ,,ერქვანი” აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

Spread the love

12 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯი ,,ერქვანი” აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ,,ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა”პროგრამის ხანგრძლივობა:12 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.
  • ,, ელექტროობა” პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.
  • ,,თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი” პროგრამის ხანგრძლივობა: 11 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.
  • ,,იატაკისა და ფილის სამუშაოები’’  პროგრამის ხანგრძლივობა: 16 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.

რეგისტრაცია გაგრძელდება 20 აგვისტოს ჩათვლით. ყველას ვისაც სურს პროფესიული განათლების მიღება შეუძლია დარეგისტრირდეს, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ საიტზე –www.vet.emis.ge.  თუმცა, პროფესიული საგანანათლებლო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან/და რეგისტრაციიში  დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ეწვიოთ კოლეჯს (მისამართი: ქ. ამბროლაური, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N10). პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაიწყება 25 ოქტომბიდან. აღსანიშნავია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟისა და იატაკისა და ფილის სამუშაოების პრაქტიკული კომპონენტის სწავლება განხორციელდება, ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სახელოსნოებში, რომელიც მდებარეობს ქ. ამბროლაურში გურგენიძის N10-ში.

 ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს,მინიმალური განათლების-ზოგადი განათლების საბაზო (9 კლასი) საფეხურის დაძლევისა და კონკრეტული პროგრამისთვის დაწესებული მიღების წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.

 გარდა ამისა კოლეჯში 2016 წლიდან ხორციელდება ინკლუზიური პროფესიული სწავლება, რაც გულისხმობს იმას, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აღნიშნული პირები კოლეჯში ირიცხებიან პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე, ალტერნატიული ტესტირების გზით. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კოლეჯში არის ადაპტირებული გარემო.  საჭიროების შემთხვევაში კი, შშმ და  სსსმ სტუდენტები სარგებლობენ  დამატებითი მხარდამჭერი სერვისებითა და  სპეციალისტების მომსახურეობით.

პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებს, კოლეჯში ჩაბარების შემთხვევაში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლის დასრულებამდე,  სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ.

კოლეჯი ,,ერქვანი’’ სამომავლოდ გეგმავს  ახალი, საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო მიმართულებით.

გარდა ამისა, აპირებს განახორციელოს ის  მოკლევადიანი მომზედაბა/გადამზადების პროგრამების, რომელთა განხორციელების  უფლება უკვე მოპოვებული აქვს. ეს პროგრამებია:

  • კომპიუტერის მოხმარება-ოპერირება სწავლის ხანგრძლივობა -7 კვირა.
  • კომპიუტერული საბურალტრო პროგრამის მოხმარება-ოპერირება სწავლის ხანგრძლივობა  12 კვირა.
  • კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა სწავლის ხანგრძლივობა -10 კვირა.
  • შენობა -ნაგებობების შიდა განათების და ძალის წრედების მონტაჟისწავლის ხანგრძლივობა -10 კვირა.
  • მეღვინეობის საწარმოო დანადგარების ექსპლოატაცია და მართვა სწავლის ხანგრძლივობა  -7 კვირა.

ბოლოს კი წარმოგიდგენთ კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთან თანამშრომლობის გზით ხდება  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და  სხვადასხვა პროექტების განხორციელება.

პარტნიორები :

  • შპს ,,გეოფლაუერი“ — ,,ელექტროობის’’  სპეციალობის გაცნობითი პრაქტიკის განხორციელება,  დასაქმების პერსპექტივით.
  • შპს ,,ზვიად ჭელიძე“ – ,,თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქვიების მონტაჟი’’ და  ,,იატაკის და ფილის სამუშაოები“ პროფესიული პროგრამების ფარგლებში გაცნობითი პრაქტიკის ობიექტი, დასაქმების პერსპექტივით.
  • შპს ,,ბლაუენშტაინი საქართველო“ – მეცხოველეობის მიმართულებით პრაქტიკული სწავლების ობიექტი, დასაქმების პერსპექტივით.
  • შპს ,,იწის მარანი“ – მეღვინეობის მიმართულებით პრაქტიკული სწავლების ობიექტი, დასაქმების პერსპექტივით.

ერთობლივ პროექტებში მონაწილე ორგანიზაციები

  • ახალგაზრდობის სააგენტო –  ,,ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობის დანერგვა’’.
  • აგროსერვისცენტრი – ტრენინგ კურსების განხორციელება კოლეჯის ბაზაზე აგროქიმიკატებთან მომუშავე პირებთან.
  • UNDP –  ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ,,პროფესიული განათლების შეტანა სკოლებში  NITC ჯგუფებისთვის.
  • დასაქმების ცენტრი ,,EDEC” – ტურიზმის სფეროში, ერთობლივად, ახალი პროგრამებისა შემუშავება და დანერგვა პროექტის ფარგლებში ,,სწავლა, წვრთნა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის“.
  • ფონდი ,,აფხაზინტერკონტი“ – თანამშრომლობა ახალი პროგრამების შემუშავება-დანერგვაში მათი მხარდაჭერით.

  კოლეჯი ,,ერქვანი’’ არის ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. კოლეჯი  მდებარეობს ქალაქ ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას  ათ ნომერში (მის: ქ. მბროლაური ვაჟა-ფშაველას ქ. N10აღსანიშნავია, რომ  ქ.ამბროლაურში პროფესიული სასწავლებელი 1982 წლიდან ფუნქციონირებს. თუმცა   სხვადასხვა პერიოდის რეფორმების შედეგად მან რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, ფუნქცია და ადგილმდებარეობა.

კოლეჯი ,,ერქვანი’’  უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს:

  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები (მე-3, მე-4 და მე-5(უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო) დონის საგანმანათლებლო პროგრამები)
  • მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები
  • პროფესიული მომზადების პროგრამები
  • პროფესიული გადამზადების პროგრამები
  • სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ კოლეჯი  ,,ერქვანი”-ს facebook-გვერდს. https://www.facebook.com/Koleji.erqvani


Spread the love