28 მაისს საᲗემო რადიო ‚‚ამბროლაურის ხმა‘‘-ს ეწვივნენ:
დეა აბულაᲫე, ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვა და მხარდაჭერა – მიმართულების ხელმძღვანელი.
თამთა უტიაშვილი, Save the Children, პროექტის კოორდინატორი.
გუბაზ კობერიძე, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ისაუბრეს მიმდინარე პროექტზე, რომელიც 3-წლის განმავლობაᲨი გაგრᲫელდება.
2020 წლის სექტემბრიდან ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“, პარტნიორებთან – კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო და ააიპ საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია – ერთად ახორციელებს პროექტს „უნარები წარმატებისთვის”.
აღნიშნული 3-წლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის – „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში და ხორციელდება ოთხ რეგიონში: გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, კახეთი, პროექტი მიზნად ისახავს სამიზნე რეგიონებში ახალგაზრდების სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებას.
გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის ზრდას, ახალგაზრდულ მუშაკთა მომზადებას და მათი პროფესიის ინსტიტუციონალიზაციას, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობისა და მათი დასაქმების უნარიანობის ზრდას და ახალგაზრდების სამეწარმეო განათლებისა და დასაქმების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას.
პროექტის ფარგლებში:
მომზადდება მეწარმეობისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარების ტრენინგ მოდულები;
შვიქმნება სახელმწიფოს მიერ აღიარებული ახალგაზრდული მუშაკების სასერტიფიკატო პროფესიული პროგრამა;
გადამზადდება 20 ახალგაზრული მუშაკი სამიზნე რეგიონებიდან;
ჩატარდება ტრეინინგები 2000 ახალგაზრდისათვის კარიერული დაგეგმვის მიმართულებით;
500 ახალგაზრდას ჩაუტარდება სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგი;
შეიქმნება 4 გრძელვადიანი სამეწარმეო ლაბორატორია სამიზნე რეგიონებში;
გაიცემა 60 მცირე გრანტი ბიზნეს იდეების პროტოტიპირებისათვის;
შეირჩევა 12 ახალგაზრდა სამეწარმეო ელჩი ახალგაზრდა მეწარმეების გასაძლიერებლად;
ჩატარდება საერთაშორისო სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის ევროპის ქვეყნებში საუკეთესო სამეწარმეო პრაქტიკების გასაცნობად;
შესაბამისი მხარეების ჩრთულობით შეიქმნება ახალგაზრდების სამეწარმეო განათლებისა და დასაქმების ეროვნული სტრატეგია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდვბის ჩართულობის მექანიზმები.
პროექტის დანერგვის შედეგად, არაფორმალური განათლების მიწოდებისა და საუკეთესო საერთაᲨორისო პრაქტიკის გაზიარების გზით, გაიზრდება NEET ახალგაზრდების დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პოტენციალი.
EU4Georgia
ახალგაზრდულიმუშაკი
მობილურიახალგაზრდულიმუშაკი
ესპროფესიაა
ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია • Youth
Workers’ Association of Georgia
Save the Children in Georgia
Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus