1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0975 ლარი გახდა

  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0975 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0975 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა

  საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა. აჭარაში PCR ტესტი 2700 პირს ჩაუტარდა. ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. აქედან 22 პირს მსუბუქი მიმდინარეობის პნევმონია აღენიშნება, 3 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ცაგერში Covid 19 პირველად დაფიქსირდა

  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში-ლაჯანაში და ლეშკადაში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა. „ამბროლაურის ხმასთან“ საუბრისას  ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განაცხადა, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტიში,  კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ადამიანები ორ სოფელში აღმოჩნდენ. „სოფლებში ლაჯანასა და ლეშკედაში,  კორონავირუსი …

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 729-მდე გაიზარდა, ამათგან 1 321 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ…

ღირსეული პარტნიორი 2020 გაიხსნა

7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას გახსნის…

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა. გამოჯამრთელებულთა რიცხვმა კი 5~ით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

უნივერსიტეტებში ნიღბის ტარება ყველასთვის სავალდებულოა

  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტებში ყველასთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. მინისტრის თქმით, სტუდენტებმა თავი უნდა შეიკავონ თავშეყრისგან და დაიცვან პირადი ჰიგიენა. „ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი.…

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის, ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 41 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია. 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოდან გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი.…

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით 73-ვე…

კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა

  დღეს, 4 სექტემბერს, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 3 „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 4 ინფიცირებულის წყარო კი უცნობი. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდცენტრებში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევით 275 პაციენტი მკურნალობს. მათგან კრიტიკულად მძიმეა 3 პაციენტის, ხოლო მძიმე…