საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 12:35 საათზე, 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა ლაგოდეხთან  ახლოს სოფელ რაჭისუბანთან მოხდა.

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა

  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აქედან 128 აჭარაში . დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ 3502 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1494, კარანტინის რეჟიმში  იმყოფება 4988 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836.…

კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში

  ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, 53 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. დღეის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, აქედან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.…

თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამოსთან” შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა

  ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის "დინამოსთან" შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, რუსეთის კლუბი სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გატანილი გოლებით, 2:1 დაამარცხა. “ლოკომოტივის” ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში გამოირჩეოდნენ და მეტოქის წინააღმდეგ დამსახურებული…

Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ

  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ. ამის შესახებ მინისტრმა Euronews Georgia-ზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, Wizz Air საქართველოს მიმართულებით ოპერირებას სექტემბრიდან განაახლებს, Ryanair კი ოქტომბრის…

მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბრიდან დაიწყება

  „მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბრიდან დაიწყება", - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა. მიხეილ ხიდურელმა განმარტა, რომ პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იქნება, ბენეფიციარებს კი 30 000 ლარამდე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.…

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

  სწავლა რეგიონებში დღეს, 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და ფოთი სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში იქნება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს…

რაჭაში სრულდება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ”არტრა 2020”

  რაჭაში სრულდება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ''არტრა 2020'',  რომელიც  ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. 15 სექტემბერს 19:00 საათზე, "არტელი -რაჭის" რეზიდენციაში,  წარმოდგენილი იქნება მარი ათანელის ფოტო ნამუშევრების და მამუკა ფრუიძის ფერწერული ტილოების გამოფენა. ფესტივალი ტარდება, კულტურისა…

საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა

  საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა/ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ხურვალეთთან ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი კიდევ გადმოწიეს

  გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხურვალეთთან მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო მხარის მიერ მორიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა, კერძოდ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ხის ძელები განათავსეს, რომელიც შემდგომში ღობის განსათავსებლად არის საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს…