/მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბრიდან დაიწყება

მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბრიდან დაიწყება

Spread the love

 

„მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბრიდან დაიწყება”, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა.

მიხეილ ხიდურელმა განმარტა, რომ პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იქნება, ბენეფიციარებს კი 30 000 ლარამდე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

მიკროგრანტების პროგრამაში წელს აღარ იქნება ლოკაციის შეზღუდვა და მასში მონაწილეობა რეგიონების მსგავსად, თბილისში ბიზნესის განვითარების მსურველსაც შეეძლება. პროგრამით საოჯახო სასტუმრო, ავტო-ტექ მომსახურება, სილამაზის სალონი, საცხობი და სხვა მიმართულებები დაფინანსდება. შერჩევა მოხდება საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით. ორი სხვადასხვა ექსპერტი შეაფასებს თითოეულ პროექტს. იქნება მკაცრი მონიტორინგი

ხიდურელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ბიზნესის განხორციელებას ვერ შეძლებს და ის თანხას არამიზნობრივად გახარჯავს, დანადგარების უკან დაბრუნება მოუწევს.

 


Spread the love