/Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ

Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ

Spread the love

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizz Air და Ryanair საქართველოში ფრენებს აღადგენენ.

ამის შესახებ მინისტრმა Euronews Georgia-ზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, Wizz Air საქართველოს მიმართულებით ოპერირებას სექტემბრიდან განაახლებს, Ryanair კი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან.

,,დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი. პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება მიმოსვლა Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. რა სიხშირითა და მიმართულებებით იქნება ფრენები – ამაზე ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ”  – განაცხადა თურნავამ.


Spread the love