/ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის, ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 41 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია.

24 საათის განმავლობაში საავადმყოფოდან გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი.