7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას