/ცაგერში Covid 19 პირველად დაფიქსირდა

ცაგერში Covid 19 პირველად დაფიქსირდა

Spread the love

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში-ლაჯანაში და ლეშკადაში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.
„ამბროლაურის ხმასთან“ საუბრისას  ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განაცხადა, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტიში,  კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ადამიანები ორ სოფელში აღმოჩნდენ.

„სოფლებში ლაჯანასა და ლეშკედაში,  კორონავირუსი  5 ადამიანს დაუდასტურდა, ამ წუთებში ორივე სოფელში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ტარდება ტესტირება. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ თბილისში ახლობლის ქორწილში. ”, – განაცხადა თეა გურგუჩიანმა.

 


Spread the love