ჯანმოს ევროპის რეგიონში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ნაკლები მეგა ქალაქია. ჩვენი რეგიონის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს შედარებით მცირე ზომის ქალაქებში, სადაც ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ეს ევროპას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გახადოს ქალაქის ცხოვრება უფრო ჯანსაღი, ნათქვამია ახალ მოხსენებაში, რომელიც მომზადებულია ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის მიერ, Gehl-ის დიზაინის სააგენტოსთან თანამშრომლობით. ანგარიში „ურბანული დიზაინი ჯანმრთელობისთვის: ინსპირაცია ურბანული დიზაინის გამოსაყენებლად ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისათვის ჯანმოს ევროპის რეგიონში“ გამოქვეყნდა 2022 წლის 31 აგვისტოს, HEPA (ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფიზიკური აქტივობა) მე-11 კონფერენციის გახსნის სესიაზე, ნიცაში, საფრანგეთი. ჯანსაღი არჩევანი ყველაზე ადვილი არჩევანი უნდა იყოს შედარებით მცირე ზომის ქალაქებმა მეტად უნდა გამოიყენონ ურბანული დიზაინის ინსტრუმენტები და ჯანდაცვის ინტერვენციები მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ახალი ანგარიში განიხილავს ინოვაციურ და ეფექტურ გზებს ურბანულ გარემოში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის. არსებობს ძლიერი კავშირი ურბანულ გარემოსა და არაგადამდებ დაავადებებს შორის, რომლებიც სიკვდილისა და შეზღუდული შესაძლებლობის ძირითადი მიზეზია მთელს მსოფლიოში. ჯანსაღი საკვებსა და აქტიური ცხოვრების წესზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე მთელს მსოფლიოში. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ასწავლონ ადამიანებს საკვების „სწორი“ არჩევანისა და ფიზიკური აქტივობის უპირატესობების შესახებ, ქალაქებს შეუძლიათ განახორციელონ სტრატეგიები, რათა ეს არჩევანი ყველაზე ადვილი გახადონ, გვთავაზობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში. ინსტრუმენტები უფრო ჯანსაღი ქალაქებისთვის „თუ ჩვენ გვსურს ურბანული გარემოს გაუმჯობესება, რათა დავეხმაროთ ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღად, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის მოსახლეობის საჭიროებები. ეს ჩვენ მოგვცემს მეტ ცოდნას, რათა უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჯანსაღი ჩვევების ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - თქვა დოქტორმა კრემლინ ვიკრამასინჰემ, ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა. „მონაცემების შეგროვება და ადგილობრივ თემთან კავშირების დამყარება აუცილებელია ჯანსაღი ურბანული დაგეგმვისთვის“. ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ამ მიზანს სხვადასხვა გზით: მონაცემების შეგროვება იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდებიან ადამიანები ქალაქში.ადგილობრივი კვების ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს საკვების უსაფრთხოება.ჯანსაღი პოლიტიკის ეკონომიკური სარგებლის შეფასება.ინსტრუმენტები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, მოქალაქეების პროცესში ჩასართავადმონაცემების ანალიზი ჯანსაღი ურბანული დაგეგმარების მიზნით. მაგალითები რეალური ცხოვრებიდან ბევრმა ქალაქმა უკვე გადადგა…
ახალი მუსიკალური ბენდის კონცერტი რაჭაში (ფოტორეპორტაჟი)
ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ახალგაზრდული ბენდის კონცერტი, პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ბენდი პანდემიის დროს, სულ რამდენიმე თვის წინ.შეიქმნა და პირველი კონცერტი 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს გამართა. ბენდის წევრები: დავით სხირტლაძე, მიშიკო კობახიძე, გიორგი…
თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე…
როდის დასრულდება ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის აღდგენა
დღეს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ მინისტრმა რაჭაში მომხდარი სტიქიის და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე. რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მთავრობა 45…
ავტომობილების განბაჟება გადავადდა
ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება - განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. "კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, უკვე ფაქტია, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენჯერმე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა განბაჟებასთან დაკავშირებით. ეს…
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია
2020 წლის 10 აგვისტოს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა 2020-2021 სასწავლო წელს…
განცხადება სტიიქიის ზონაში გადაადგილებასთან დაკავშირებით
ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება, სტიიქიის ზონაში გადაადგილებასთან დაკავშირებით მოხდა ცვლილება საგზაო დეპარტამენტთან და პოლიციასთან შეთანხმებით. მოძრაობა დაშვებულია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის 11 სთ-დან 18 სთ-მდე. შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 12 სოფელი…
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად; შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ამბროლაურშიც. ტემპერატურა 18-დან 22 გრადუსამდე…
გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 18…
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ახალი კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის დატოვებისა და საკარანტინო პერიოდის ქვეყნის სხვა რეგიონში გავლის სურვილის შემთხვევაში, გამგზავრების მიზნით, მსურველები უნდა მიბრძანდნენ მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან (დ.მესტია, სეტის…
COVD-19 -ის პრევენციის მიზნით აპლიკაცია შექიმნა
STOP COVID აპლიკაცია საშუალებას იძლევა კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით, შეაკავოს ვირუსის გავრცელება. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის…