/მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

Spread the love

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ახალი კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის დატოვებისა და საკარანტინო პერიოდის ქვეყნის სხვა რეგიონში გავლის სურვილის შემთხვევაში, გამგზავრების მიზნით, მსურველები უნდა მიბრძანდნენ მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან (დ.მესტია, სეტის მოედანი N1) დღეს, 15:00 საათზე.
ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად, 30 აღებული სინჯიდან დადასტურდა COVID 19-ის ინფიცირების 17 შემთხვევა.
ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით დაბა მესტიასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები:
 იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან;
 ასევე წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის;
 დაბა მესტიაში, უშგულისა და ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებს და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს;
 თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.
 მესტიის მუნიციოპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. მიმოსვლას კი პოლიცია გააკონტროლებს;
გარდა ამისა COVID 19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ;
ყველა მოქალაქე რომელიც დატოვებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას გაივლის სავალდებულო კარანტინს;
ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უყწყებების კოორდინირებულ ქმედებებს.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქლაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია StopCoV.ge რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეში გადაადგილებას სადაც ინფიცირების მაღალი რისკია.


Spread the love