/მესტიის მუნიციპალიტეტის დატოვების შემდეგ მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან

მესტიის მუნიციპალიტეტის დატოვების შემდეგ მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან

Spread the love

კორონავირუსის მზარდი  ახალი შემთხვევების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.
გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიასა და სხვა სოფლებს შორისაც.
“მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განამვლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცნეტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს აქტიურად გმაოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.ge რათა თავი აარიდიონ შესაძლო ინფიცირებულ პირებთან კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების მღალი რისკია” – აცხადებენ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოში.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ტურისტებს 2 კვირიან საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.
მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები, ბანკები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები. ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება დახურულ სივრცეებში ნიღბის გამოყენება და დისტანციის დაცვა. ხოჯევანიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში და დაბა მესტიაში ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად COVID-19-ით ინფიცირების 17 შემთხვევა დადასტურდა.

 


Spread the love