/მესტიაში გადაადგილება იზღუდება

მესტიაში გადაადგილება იზღუდება

Spread the love

სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკევული სპეციალური ღონისძიებების მიღება, გადაადგილების გარკევეული შეზღუდვები იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მესტიაში ბევრი ტურისტია, თუმცა მათზე სახელმწიფო იზრუნებს და პრობლემები არ შეექმნებათ.
მობილიზებულია რუსხის რესპუბლიკური საავადმყოფო და მზად არის მიიღოს პაციენტები, ასევე საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ბათუმის და თბილისის საავადმყოფოები.
მისივე თქმით, უკვე გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
სპეციალურ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ განაცხადა,რომ მკაცრად გაკონტროდება მესტიაში შესვლა გამოსვლა. დაიწყება მოსახლეობის მასიური PCR ტესტირება. ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადები და ხვალ კიდევ  გაორმაგდება მათი რაოდენობა.
ჩვენ დეტალურად ვმართავთ ამ პროცესს. არანაირი ისეთი რისკი არ არსებობს, რომელიც შეიძლება, რაღაც ემოციების საფუძველი გახდეს. წყნარად, მშვიდად, ეს იქნება მესტიაში სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვაც იქნება. სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ იქ გაძლიერებულ ტესტირებას. სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში სრულად არის მობილიზებული საჰოსპიტალო სისტემა, რათა, თუ ინფიცირებულების გარკვეული რაოდენობრივი ზრდა გვექნება, წყნარად, მშვიდად, როგორც აქამდე ვაკეთებდით, ასევე ვმართოთ ეს ციფრები. ასე რომ, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

 

 


Spread the love