როდის დასრულდება ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის აღდგენა
Spread the love
დღეს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ მინისტრმა რაჭაში მომხდარი სტიქიის და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე.
რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მთავრობა 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს.
ადგილზე პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.
„სამწუხაროდ, რაჭაში გვქონდა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა.
ასევე, ყველა სოფელს მიეწოდება, დღეის მდგომარეობით, როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია. თუმცა კაპიტალური სარემონტო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და ჩვენ ვმსჯელობთ ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, განსაკუთრებით საგზაო მიმართულებით, დამატებითი თანხების გამოყოფაზე. .რეალურად სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს სრულფასოვან აღდგენას კაპიტალური ინფრასტრუქტურის დასჭირდება დრო დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე.“ – აღნიშნა პრემიერმა.