/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია

Spread the love

2020 წლის 10 აგვისტოს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა 2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები.
ჯერ ცნობილი არ არის რომელ მათგანზე რამდენი ადგილია გამოყოფილი, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებაც გამოქვეყნდება.
წელს სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს შემდეგს, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500.00
ლარი;  სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750.00 ლარი;  სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000.00 ლარი;  სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000.00 ლარი და ა.შ
პროგრამები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ლინკზე https://bit.ly/3kAjuKd
 საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვითაა დალაგებული.
საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

Spread the love