/ავტომობილების განბაჟება გადავადდა

ავტომობილების განბაჟება გადავადდა

Spread the love

ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
“კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, უკვე ფაქტია, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენჯერმე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა განბაჟებასთან დაკავშირებით. ეს ნაბიჯი ჩვენ ერთხელ უკვე გადავდგით და გადავავადეთ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ განბაჟების გადასახადი კიდევ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, განბაჟების გადავადება ნიშნავს იმას, რომ საურავების დარიცხვაც არ მოხდება.
საუბარია 30 მილიონ ლარზე მეტ შეღავათზე, რომელიც 24 000 ავტომფლობელს შეეხება.
„ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და ეს არის დაახლოებით 30 მილიონზე მეტი გადასახადის გადავადების შეღავათი. ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოინპორტიორებს მივეხმაროთ და ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Spread the love