ჯანმოს ევროპის რეგიონში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ნაკლები მეგა ქალაქია. ჩვენი რეგიონის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს შედარებით მცირე ზომის ქალაქებში, სადაც ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ეს ევროპას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გახადოს ქალაქის ცხოვრება უფრო ჯანსაღი, ნათქვამია ახალ მოხსენებაში, რომელიც მომზადებულია ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის მიერ, Gehl-ის დიზაინის სააგენტოსთან თანამშრომლობით. ანგარიში „ურბანული დიზაინი ჯანმრთელობისთვის: ინსპირაცია ურბანული დიზაინის გამოსაყენებლად ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისათვის ჯანმოს ევროპის რეგიონში“ გამოქვეყნდა 2022 წლის 31 აგვისტოს, HEPA (ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფიზიკური აქტივობა) მე-11 კონფერენციის გახსნის სესიაზე, ნიცაში, საფრანგეთი. ჯანსაღი არჩევანი ყველაზე ადვილი არჩევანი უნდა იყოს შედარებით მცირე ზომის ქალაქებმა მეტად უნდა გამოიყენონ ურბანული დიზაინის ინსტრუმენტები და ჯანდაცვის ინტერვენციები მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ახალი ანგარიში განიხილავს ინოვაციურ და ეფექტურ გზებს ურბანულ გარემოში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის. არსებობს ძლიერი კავშირი ურბანულ გარემოსა და არაგადამდებ დაავადებებს შორის, რომლებიც სიკვდილისა და შეზღუდული შესაძლებლობის ძირითადი მიზეზია მთელს მსოფლიოში. ჯანსაღი საკვებსა და აქტიური ცხოვრების წესზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე მთელს მსოფლიოში. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ასწავლონ ადამიანებს საკვების „სწორი“ არჩევანისა და ფიზიკური აქტივობის უპირატესობების შესახებ, ქალაქებს შეუძლიათ განახორციელონ სტრატეგიები, რათა ეს არჩევანი ყველაზე ადვილი გახადონ, გვთავაზობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში. ინსტრუმენტები უფრო ჯანსაღი ქალაქებისთვის „თუ ჩვენ გვსურს ურბანული გარემოს გაუმჯობესება, რათა დავეხმაროთ ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღად, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის მოსახლეობის საჭიროებები. ეს ჩვენ მოგვცემს მეტ ცოდნას, რათა უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჯანსაღი ჩვევების ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - თქვა დოქტორმა კრემლინ ვიკრამასინჰემ, ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა. „მონაცემების შეგროვება და ადგილობრივ თემთან კავშირების დამყარება აუცილებელია ჯანსაღი ურბანული დაგეგმვისთვის“. ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ამ მიზანს სხვადასხვა გზით: მონაცემების შეგროვება იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდებიან ადამიანები ქალაქში.ადგილობრივი კვების ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს საკვების უსაფრთხოება.ჯანსაღი პოლიტიკის ეკონომიკური სარგებლის შეფასება.ინსტრუმენტები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, მოქალაქეების პროცესში ჩასართავადმონაცემების ანალიზი ჯანსაღი ურბანული დაგეგმარების მიზნით. მაგალითები რეალური ცხოვრებიდან ბევრმა ქალაქმა უკვე გადადგა…
მტკვარში გარდაცვლილი გოგონას სხეული იპოვეს
თბილისში, მდინარე მტკვარში მაშველებმა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს კიდევ ერთი პირის სამძებრო სამუშაოები. ოფიციალური კომენტარი სამაშველო სამსახურის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა. ამ დრომდე არ მომხდარა გვამის იდენტიფიცირება.
მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა
მაგთიკომმა მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო. მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უახლოეს პერიოდში ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მე-4 მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება აპარატურას. მაგთიკომი მე-5 თაობის ქსელის კომერციულ…
ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა
კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ…
რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ
აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავალი დააზიანა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, …
რა გახდა მიზეზი ონის სტიქიის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენების მიზეზები ადგილზე შეისწავლეს. წინასწარი შეფასებით, სტიქიური მოვლენები ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა და მყინვარების…
საველე პრაქტიკა ამბროლაურში
1-10 აგვისტოს ამბროლაურში მიმდინარეობდა საველე პრაქტიკა, რომელშიც მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის…
200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო
200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო. მშობლებმა სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაციის გავლისთვის შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა შეავსონ: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში…
რა უნდა ვიცოდეთ ჯილეხის შესახებ
ჯილეხი(ციმბირის წყლული, ანტრაქსი) მწვავე ინფექციური ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც იწვევს გრამდადებითი, ენდოსპორის წარმომქმნელი, უძრავი, ჩხირისებრი ბაქტერია-B.Anthracis. ჯილეხით ძირითადად ავვადდებიან გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები. რაც შეეხება ჯილეხით ადამიანის ავადობის შემთხვევებს, უმეტესწილად გამოწვეულია ინფიცირებულ ცხოველთან…
სკოლებში სწავლა შესაძლოა შაბათსაც ჩატარდეს
სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ, თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები). ასევე,განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ); განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები; საჭიროების…
რა რეკომენდაციებით იწყება სწავლა 15 სექტემბერს
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო…