/მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა

მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

მაგთიკომმა მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო.

მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უახლოეს პერიოდში ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მე-4 მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება აპარატურას.

 მაგთიკომი მე-5 თაობის ქსელის კომერციულ გაშვებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მე-5 თაობის ტექნოლოგია, ძირითადად, უნდა მოერგოს ინდუსტრიულ დარგებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მთავარი მომხმარებლები უნდა გახდნენ, რაც უახლოესი სამი წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა.

მაგთიკომის ქსელში ხორციელდება მე-5 თაობის სადგურების ტესტირება, სადაც ტექნოლოგიური სიჩქარეები, რომელიც ასახავს ფიჭის გამტარუნარიანობას, 20-25 გიგაბიტ წამამდე მერყეობს.