/200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

Spread the love

 

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო. მშობლებმა სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაციის გავლისთვის შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა შეავსონ:

ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.

რეგისტრაცია :http://daxmareba.moh.gov.ge


Spread the love