/საველე პრაქტიკა ამბროლაურში

საველე პრაქტიკა ამბროლაურში

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

 

1-10 აგვისტოს ამბროლაურში მიმდინარეობდა საველე პრაქტიკა, რომელშიც მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

საველე პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ რეგიონს და მუშაობენ სხვადასხვა თემებზე: დეპოპულაცია და მიგრაციის ტენდენციები: მიზეზები და გამოწვევები; ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები; ტურიზმის კავშირი ეკონომიკის სხვა სექტორებთან; ბუნებრივი რესურსები ტურიზმის განვითარებისათვის, რესურსების პერცეფცია, დაცული ტერიტორიები: ბუნებათსარგებლობისა და მიწათსარგებლობის საკითხები; დასახლების მართვისა და განვითარების გამოწვევები (სამიზნე აუდიტორიისა და სტუდენტების ხედვა); კურორტის მენეჯმენტი: დესტინაციის მართვის გეგმების აუცილებლობის კვლევა.

პრაქტიკის მონაწილეები შეხვდნენ ამბროლაურში მოღვაწე სამიზნე აუდიტორიას: ადგილობრივ მოსახლეობას, სასტუმროს მენეჯერებს, მცირე მეწარმეებს, მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და აგროვებენ ინფორმაციას რაიონის საჭიროებების შესახებ.

საველე პრაქტიკა ხორციელდება ავსტრიის  განვითარების თანამშრომლობის სამეცნიერო ფონდის მიერ (ADC) დაფინანსებული “ეფიერის” პროექტის ფარგლებში.

პროექტის სახელწოდებაა „ტურიზმის მდგრადი განვითარება კავკასიაში: თანამშრომლობა რეგიონულ ტრანსდისციპლინურ კვლევაში“.

პრაქტიკის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეები გაანალიზებენ შეგროვილ მონაცემებს, გამოკვეთენ ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციებს და გაუზიარებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, სტუდენტები,  კვლევით პროექტებს, წარადგენენ ავსტრიაში ყოველწლიურად მიმდინარე სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე და ვფიქრობთ, გააცნობენ რაჭის რეგიონს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მცხოვრებ დაინტერესებულ საზოგადოებას.