/ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა

ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა

Spread the love

 

 

კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა.

ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს“.

გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.

Spread the love