/ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

Spread the love

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) საქართველოში 2002 წლიდან მოღვაწეობს, ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ზრდასრულთა განათლებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და წახალისებაა.

ზრდასრულთა განათლება წარმოადგენს, ყველა სახის მიზანმიმათულ ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებას, რომელიც ხორციელდება მუდმივად, სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე, ცოდნის კომპეტენციისა და უნარ ჩვევების სრულყოფისათვის.

პირველი ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში, 2006 წელს DVV International-ის საქართველოს ოფისის მიერ დაარსდა. დღეს ქვეყნის მასშტაბით რვა რეგიონში, თერთმეტი ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები გაიარონ და სხვადასხვა სოციალურ კულტურულ თუ სამოქალაქო აქტივობებში ჩაერთონ.

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა 2016 წლის ნოემბერში, დღემდე პროფესიულ და პიროვნულ კურსებზე (ინგლისური, სახელმწიფო შესყიდვები, კომპიუტერის სწავლება, მენეჯმენტი, სამოქალაქო განათლება, ბიზნესი და მარკეტინგი, ეკო ტურიზმი, ბუღალტერია, ხის მხატვრული დამუშავება, ავეჯის დამზადება, ხელნაკეთი ნივთები, ქარგვა, ჭრა–კერვა, აპლიკაციების შექმნა, თექაზე მუშაობა და ავტომობილის მართვა–თეორია).გადამზადება გაიარა 850–მდე ბენეფიციარმა, სხვადასხვა ტრენინგებს, ღონისძიებებსა და შეხვედრებში დაახლოებით 7000–მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

დაიწყო ახალი წელი და ახალი ჯგუფების ფორმირება, თქვენი ჩართულობა აუცილებელია ჩვენთვის, რათა სრულიად გათვალისწინებული იყოს ბენეფიციართა ინტერესი და მოთხოვნილება.


Spread the love