საქართველოს პარლამენტი და ჯანდაცვის ორგანოები, საერთაშორისო დონორები და განვითარების სფეროს პარტნიორები, ჯანდაცვის ექსპერტები, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს დაინტერესებულ მხარეთა ფორუმზე შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები და გამოწვევები, ასევე, არაგადამდებ დაავადებათა (NCD) საინვესტიციო პაკეტის და ეროვნული სტრატეგიისა და ფიზიკური აქტივობის სამოქმედო გეგმის პროექტები. ფორუმი, ისევე როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემუშავება, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. ყოველწლიურად საქართველოს არაგადამდები დაავადებების მხოლოდ ოთხი ჯგუფის გამო 3,000,000,000 ლარის ეკონომიკური ტვირთი აწევს. არაგადამდები დაავადებების (NCD) საინვესტიციო პაკეტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში არსებულ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მიზნით პოტენციური ინტერვენციების ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზია. დოკუმენტში აღწერილია არაგადამდები დაავადებების ამჟამინდელი ეკონომიკური ტვირთი, განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რომელშიც საჭიროა ღონისძიებების განხორციელება, შეფასებულია ამ ქმედებების და ჩადებული ინვესტიციისგან მიღებული სარგებელი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტიციებს არაგადამდებ დაავადებებში, მოაქვს გაცილებით დიდი სარგებელი ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით. ქვეყანაში, უკანასკნელ პერიოდში, ურბანიზაციის პროცესების გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არასაკმარისი რაოდენობა და ფართობი ქალაქებში, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემები, ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა და მრავალი სხვა პრობლემა ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც დღეს განიხილეს, მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისათვის. „COVID-19 პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. თუმცა, ახლა კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს მხარდაჭერა და მთავრობას ვეხმარებით შექმნან და დაამტკიცონ ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგია. რაც შეეხება არაგადამდებ დაავადებებს, ამ კუთხითაც არაერთ ინიციატივას დავუჭირეთ მხარი, მათ შორის, არაგადამდები დაავადებების საინვესტიციო პაკეტის შექმნა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება,“ - განაცხადა კატალინ გერმანმა, პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველო თამაშობდა წამყვან როლს რეგიონში თამბაქოს კონტროლის მძლავრი პოლიტიკის განხორციელებაში და ამან შეუწყო ხელი ზოგიერთი არაგადამდები დაავადების შემთხვევათა შემცირებას“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ, WHO-ს წარმომადგენელმა საქართველოში - „ახლა დადგა დრო მოვაგვაროთ არაგადამდები დაავადებების პრობლემა უფრო ყოვლისმომცველი მიდგომით, ყურადღება მივაქციოთ ისეთ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა არაჯანსაღი კვება და ფიზიკური უმოქმედობა, და განვიხილოთ ყველაზე ეფექტური პოლიტიკის ინტერვენციები მათ დასაძლევად. დღევანდელი ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ღია დიალოგისთვის ქვეყნის დონეზე შეგროვებულ უახლეს მტკიცებულებებზე და შემოთავაზებულ საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიებზე დაყრდნობით, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს მიერ ჯანმო-ს და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით.“ „წინაპართა მიერ დაგროვილი ცოდნა, დაშვებულ შეცდომათა მეცნიერული ანალიზი, თანამედროვე საერთაშორისო, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი პროფესიული კამათი, მუდმივი დიალოგი, უწყვეტი განათლებისა და სრულყოფის ერთიანობა, ზეპოლიტიკური მსახურება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების უმნიშვნელოვანესი გზაა. არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ სწორედ აღნიშნულთა ერთიანობა წარმოადგენს ჩვენს მიზანს, რომლის განხორციელებისთვის ჯანმოსა და ევროკავშირის თანადგომას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ. ფორუმის მიზანი იყო მაღალი დონის დიალოგის დაწყება, გადაწყვეტილების მიმღებთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის; ასევე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებათა განხორციელების, საკმარისი ადამიანური რესურსებისა და ადეკვატური და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ფორუმის მიზანი იყო მსგავსი მხარდაჭერის მიღება და დიალოგის წამოწყება ქვეყანაში ფიზიკური აქტივობის ეროვნული პოლიტიკის შექმნისა და დანერგვისათვის.
“დაბა მოზღუდვილი და კოშკოვანი გოდლოვანი” – ისტორიული სოფელი…
ჭიორა ერთ-ერთი უძველესი სოფელია რაჭაში, იგი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XIV საუკუნიდან. მისი ისტორია იწყება ბრინჯაოს ხანიდან . ეს არცაა გასაკვირი, რადგან მთიანი რაჭა მთლიანად მოქცეული იყო ბრილის კულტურის არეალში. რიონის მარჯვენა შენაკადის შხიროლის მარცხენა მხარეს,…
კორონავირუსის გავრცელების უახლესი დინამიკა
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა მხოლოდ 2 პაციენტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში ფიქსირდება დინამიკა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულებისას აღემატება; გარდა ამისა, ქვეყანაში აღინიშნება შემთხვევების ზრდა, კერძოდ, 20-დან…
როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ…
წყალომარაგების პრობლემის მოგვარება დაიწყო
დღეს, 26 ივლისს, სოფელ პატარა ონში სასმელი წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია, ერთ–ერთი ადგილობრივის, ნათია ლურსმანაშვილის facebook სტატუსით ვიგებთ: ,,შედგა ერთი კონტაქტი პატარა ონის მაცხოვრებლებსა და ადგილობრივ თუ…
იმისათვის, რომ საიტი უკეთესი გავხადოთ
გვსურს, უკეთესად ვიცნობდეთ ჩვენს მომხმარებელს. ამისათვის გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი
სოფელ პატარა ონის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
პატარა ონში , წყალი დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ადგილობრივი მცხოვრების ნათია ლურსმანაშვილის ინფორმაციით სოფელს წყალი თითქმის არ მიეწოდება, ხოლო რაც მოდის ისიც უხარისხოა. "ამბროლაურის ხმა" ესაუბრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ნიკა კენჭაძეს , რომლის ინფორმაციით…
ახალი კვების ობიექტი ამბროლაურში (Red Star)
რაჭაში დაბრუნებული ახალგაზრდა წყვილი, გიორგი ჯაფარიძე და მარიამ გოგატიშვილი პირველი აგვისტოს ამბროლაურში კვების ობიექტს ხსნიან (ხვანჭკარის ბოთლთან) გიორგი და მარიამი პროფესიონალი მზარეულები არიან და დიდი გამოცდილება აქვთ ამ საქმეში. ბურგერები, ვრაპები, სალათები, მწვადის შაურმა…
ვაზის კიბო – სოკოვანი დაავადებაა რომელიც დიდი ზარალის…
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიაში შეგიძლიათ ვაზი სხვადასხვა დაავადებისა და მავნე ორგანიზმის არსებობაზე შეამოწმოთ. ვაზის კიბო სერიოზული სოკოვანი დაავადებაა და დიდი ზარალის მომტანია. ვაზის კიბოს გამომწვევია Botryosphaeria-ს გვარის წარმომადგენლები…
ინფიცირებულების ერთ-ერთი კლასტერიდან ლილოს ბაზრობაზე მომუშავე პირები არიან
ლილოს ბაზრობაზე გამოიყო ფართი, სადაც ორი ჯგუფი იმუშავებს და აიღებს ბიოლოგიურ ნიმუშებს იმ პირებიდან, რომლებიც უშუალო კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულებთან, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი…
ნიკორწმინდის მამათა მონასტრის სამომავლო პროექტი
ნიკორწმინდის ტაძრის უკანა ეზოში მამათა მონასტრის განთავსდება იგეგმება . დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. მისი მშენებლობა მეფე ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუმთავრებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ. აქედან უნდა…