/სოფელ პატარა ონის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

სოფელ პატარა ონის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

Spread the love

პატარა ონში ,  წყალი დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ადგილობრივი მცხოვრების ნათია ლურსმანაშვილის ინფორმაციით   სოფელს წყალი თითქმის არ მიეწოდება, ხოლო რაც მოდის ისიც უხარისხოა.
“ამბროლაურის ხმა” ესაუბრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილეს ნიკა კენჭაძეს , რომლის ინფორმაციით სათავე ნაგებობის მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უკვე დაწყებული აქვს და უახლოეს მომავალში აღნიშნული პრობლემა გადაჭრილი იქნება.
 თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას  ეჭვი ეპარება გამარჯვებული კომპანიის საქმიანობის კეთილსინდისიერებაში და ამ წუთებშიც სოფლის მოსახლეობა ითხოვს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შეხვედრას და სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას.
მოსახლეობის ინფორმაციით, სათავე ნაგებობაში არ არის საკმარისი წყალი, რათა პატარა ონის მოსახლეობა სრულყოფილად  უზრუნველყოს და შეძლოს ფუნქციონირება.
“ამბროლაურის ხმა” მუშაობს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მიიღოს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რასაც პერიოდულად გაგიზიარებთ.

 

 

 

 


Spread the love