/კორონავირუსის გავრცელების უახლესი დინამიკა

კორონავირუსის გავრცელების უახლესი დინამიკა

Spread the love

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გამოჯანმრთელდა მხოლოდ 2 პაციენტი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში ფიქსირდება დინამიკა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულებისას აღემატება;
გარდა ამისა, ქვეყანაში აღინიშნება შემთხვევების ზრდა, კერძოდ, 20-დან 26 ივლისის ჩათვლით, ქვეყანაში საერთო ჯამში, კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, ზედმიწევნით შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 922 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გარდაცვლილია 16 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.

 


Spread the love