სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიაში შეგიძლიათ ვაზი სხვადასხვა დაავადებისა და მავნე ორგანიზმის არსებობაზე შეამოწმოთ.
ვაზის კიბო სერიოზული სოკოვანი დაავადებაა და დიდი ზარალის მომტანია.
ვაზის კიბოს გამომწვევია Botryosphaeria-ს გვარის წარმომადგენლები Neofusicoccum parvum, Diplodia seriata (ანამორფი სტადია). აღნიშნული სოკოები, ძალზე აგრესიული პათოგენური სოკოებია.
ვაზში კიბო შემდეგი სიმპტომებით გამოიხატება: ვაზის შტამის გადანაჭერზე შეინიშნება ფერის შეცვლა-გამუქება, ფოთლებზე შეინიშნება მოწითალო ან მოყავისფრო ფერის ლაქები (ყურძნის ჯიშზე დამოკიდებულებით), რომლებიც გასდევს ძარღვებს შორის ან ფოთლის ფირფიტის კიდეებზე.
ფოთლები ჭკნება, კვირტები ხმება მტევნის მარცვლები გაყავისფერებული და თითქოს გათუთქულია. ბოლოს კი ვაზის შტამი ხმება.
მცენარის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული დიაგნოსტიკა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მცენარეთა ლაბორატორიული კონტროლი ხორციელდება.
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიაში შესაძლებელია დაავადების დროული დიაგნოსტიკა, რაც თავიდან აგარიდებთ მცენარის გახმობას.