საქართველოს პარლამენტი და ჯანდაცვის ორგანოები, საერთაშორისო დონორები და განვითარების სფეროს პარტნიორები, ჯანდაცვის ექსპერტები, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს დაინტერესებულ მხარეთა ფორუმზე შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები და გამოწვევები, ასევე, არაგადამდებ დაავადებათა (NCD) საინვესტიციო პაკეტის და ეროვნული სტრატეგიისა და ფიზიკური აქტივობის სამოქმედო გეგმის პროექტები. ფორუმი, ისევე როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემუშავება, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. ყოველწლიურად საქართველოს არაგადამდები დაავადებების მხოლოდ ოთხი ჯგუფის გამო 3,000,000,000 ლარის ეკონომიკური ტვირთი აწევს. არაგადამდები დაავადებების (NCD) საინვესტიციო პაკეტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში არსებულ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მიზნით პოტენციური ინტერვენციების ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზია. დოკუმენტში აღწერილია არაგადამდები დაავადებების ამჟამინდელი ეკონომიკური ტვირთი, განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რომელშიც საჭიროა ღონისძიებების განხორციელება, შეფასებულია ამ ქმედებების და ჩადებული ინვესტიციისგან მიღებული სარგებელი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტიციებს არაგადამდებ დაავადებებში, მოაქვს გაცილებით დიდი სარგებელი ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით. ქვეყანაში, უკანასკნელ პერიოდში, ურბანიზაციის პროცესების გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არასაკმარისი რაოდენობა და ფართობი ქალაქებში, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემები, ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა და მრავალი სხვა პრობლემა ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც დღეს განიხილეს, მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისათვის. „COVID-19 პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. თუმცა, ახლა კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს მხარდაჭერა და მთავრობას ვეხმარებით შექმნან და დაამტკიცონ ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგია. რაც შეეხება არაგადამდებ დაავადებებს, ამ კუთხითაც არაერთ ინიციატივას დავუჭირეთ მხარი, მათ შორის, არაგადამდები დაავადებების საინვესტიციო პაკეტის შექმნა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება,“ - განაცხადა კატალინ გერმანმა, პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველო თამაშობდა წამყვან როლს რეგიონში თამბაქოს კონტროლის მძლავრი პოლიტიკის განხორციელებაში და ამან შეუწყო ხელი ზოგიერთი არაგადამდები დაავადების შემთხვევათა შემცირებას“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ, WHO-ს წარმომადგენელმა საქართველოში - „ახლა დადგა დრო მოვაგვაროთ არაგადამდები დაავადებების პრობლემა უფრო ყოვლისმომცველი მიდგომით, ყურადღება მივაქციოთ ისეთ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა არაჯანსაღი კვება და ფიზიკური უმოქმედობა, და განვიხილოთ ყველაზე ეფექტური პოლიტიკის ინტერვენციები მათ დასაძლევად. დღევანდელი ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ღია დიალოგისთვის ქვეყნის დონეზე შეგროვებულ უახლეს მტკიცებულებებზე და შემოთავაზებულ საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიებზე დაყრდნობით, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს მიერ ჯანმო-ს და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით.“ „წინაპართა მიერ დაგროვილი ცოდნა, დაშვებულ შეცდომათა მეცნიერული ანალიზი, თანამედროვე საერთაშორისო, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი პროფესიული კამათი, მუდმივი დიალოგი, უწყვეტი განათლებისა და სრულყოფის ერთიანობა, ზეპოლიტიკური მსახურება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების უმნიშვნელოვანესი გზაა. არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ სწორედ აღნიშნულთა ერთიანობა წარმოადგენს ჩვენს მიზანს, რომლის განხორციელებისთვის ჯანმოსა და ევროკავშირის თანადგომას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ. ფორუმის მიზანი იყო მაღალი დონის დიალოგის დაწყება, გადაწყვეტილების მიმღებთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის; ასევე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებათა განხორციელების, საკმარისი ადამიანური რესურსებისა და ადეკვატური და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ფორუმის მიზანი იყო მსგავსი მხარდაჭერის მიღება და დიალოგის წამოწყება ქვეყანაში ფიზიკური აქტივობის ეროვნული პოლიტიკის შექმნისა და დანერგვისათვის.
როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას ჩვენი მოქალაქეები
ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, რეისებს შეასრულებენ. რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 13 ივლისი - ვარშავა 15 ივლისი - ბარსელონა 17 ივლისი - რომი 22 ივლისი…
გენდერული კვოტა – უფლებების დაცვა თუ დამცირება
პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 91 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო, გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შემდეგი სახის ცვლილება, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა…
“ამბროლაურის ხმა” ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მაქსიმალური წესების დაცვით მიმდინარეობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,…
ღები – ვაცისწვერის უღელტეხილი -ზესხო
რაჭის ტურისტული ბილიკი, სოფ. ღები - ვაცისწვერის უღელტეხილი - სოფ. ზესხო ბილიკის ხანგრძლივობა 3 დღეა. ბილიკი განეკუთვნება რთულ კატეგორიას, მისი სრულად გავლა მოითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებასა და სალაშქრო უნარ-ჩვევებს. გვხვდება საცოცი და სახიფათო გადასასვლელები.…
საცხენოსნო ტურნირში ,, რაჭის დიდი პრიზი”, გამარჯვებულები
დღეს, 5 ივლისს ნიკორწმინდაში საცხენოსნო ტურნირი ,,რაჭის დიდი პრიზი " თენგიზ გოგორელიანი ორგანიზებით ჩატარდა. საცხენოსნო ტურნირზე ადგლობრივ ცხენოსნებთან ერთად , მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა: ოზურგეთი, ჩოხატაური, ცაგერი, ბათუმი, ვანი, ტყიბული, სამტრედია, ფოთი, ზუგდიდი,…
წმინდა სითხედ ქცეული რაჭული ღვინო
რაჭა ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მხარეა. რაჭა მსოფლიოში ცნობილია უნიკალური ვაზის ჯიშებითა და მისგან დაწურული საოცარი ღვინით. "კეთილმშვენი, ზაფხულ გრილი, ზამთარი თბილი და უქარო, მოსავლიანი. თვინიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი...",…
რეკომენდაციები კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა რეკომენდაციები ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით კორონავირუსის პრევენციის მიზნით. კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში თეორიული და პრაქტიკული სწავლების…
რა წესების დაცვა მოუწევთ ზღვის სანაპიროზე
ზღვის სეზონის დაწყებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დაცული იქნას ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ახალი სექტორული რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის მიზნით. რეკომენდაციის…
რა პირობებში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, გამოცდებზე დაცული იქნება ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცა, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია 2020 წლის გამოცდებზე გამოსაცდელთა ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვისათვის. ეროვნულ გამოცდაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,…
საპროტესტო აქცია ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ
„არა ონის კასკადს“ ამ ლოზუნგით, ონში მაშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. „გადავარჩინოთ რიონი“ - აქტივისტები, მოქალაქეები, ადგილობრივი მოსახლეობა მსვლელობით და აქციით ჰესების მშენებელობას აპროტესტებენ. შეგასხენებთ, რომ 2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…