/საცხენოსნო ტურნირში ,, რაჭის დიდი პრიზი”, გამარჯვებულები

საცხენოსნო ტურნირში ,, რაჭის დიდი პრიზი”, გამარჯვებულები

Spread the love

 

დღეს, 5 ივლისს ნიკორწმინდაში საცხენოსნო ტურნირი ,,რაჭის დიდი პრიზი ” თენგიზ გოგორელიანი ორგანიზებით ჩატარდა.

საცხენოსნო ტურნირზე ადგლობრივ ცხენოსნებთან ერთად , მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა: ოზურგეთი, ჩოხატაური, ცაგერი, ბათუმი, ვანი, ტყიბული, სამტრედია, ფოთი, ზუგდიდი, გურჯაანი, თერჯოლა, საჩხერე, ახმეტა და ონი.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ, ადგილზე დარიგდა  პირბადეები (რომელიც თავად ცენტრში შეიკერა DVV international–ის დაფინანსებით) ტურნირზე ასევე ცენტრის მიერ მიმდინარეობდა თერმოსკრინინგი.

,,ამბროლაურის ხმა”  გთავაზობთ გამარჯვებულთა სიას (რომელიც ორგანიზატორების მიერ არის გადმოცემული)

  • შერეული ჯიშები 1200 მეტრი – ნემსაძე სერგო (ცაგერი)
  • 3 კმ–ზე მარულა –ადამ გიორგაძე (სამტრედია)
  • ადგილობრივ ცხენებში–გივი მეტრეველი (ონი)
  • ადგილობრივ ცხენებში – ფარნა კობახიძე (ამბროლაური)
  • შერეული ჯიშები 2400 მეტრზე – გივი გიორგაძე (ჩოხატაური)
  • იორღა  – ზურაბ გუგეშაშვილი (ონი)
  • ნახევრადწმინდა ჯიშები 2400 მ–ზე – დავით ხალიჩავა (ქუთაისი)

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა (დირექტორი ნანა სოხაძე) ყველა სახეობაში გამარჯვებულებს, გადასცა თასები და მედლები.

ცხენოსნობაში ძველი ქართული თამაშობების ფედერაციის დირექტორმა,  დავით ცირეკიძემ გამარჯვებული დააჯილდოვა კატეგორიაში, ნახევრადწმინდა ჯიშები 2400 მ–ზე.

მთაში ცხენებით მოსიარულეთა კლუბი ,,ზედაზენი“  საკუთარი საფირმო პროდუქციით დასაჩუქრა კომპაბიამ ,,რაჭული ლორი”.

მთაში ცხენებით მოსიარულეთა კლუბმა ,,ზედაზენი“ ფულადი ჯილოდო გადასცა კატეგორია ,,იორღა” ში მონაწილე ცხენოსნებს: ზურაბ გუგეშაშვილს (400 ლ) და კახა ერისთავს (100 ლ)

საცხენოსნო ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენს საბა ხუციშვილს, ა(ა)იპ ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლება გადასცეს საჩუქარი.

ცაგერის წარმომაგენელს, სერგო ნემსაძეს გადაეცა ,,ძმები ხუციშვილების” ღვინო.

ასვე, სერგო ნემსაძეს საჩუქარი გადასცა ა(ა)იპ ამბროლაურის კულტურის ცენტრმა.

 



Spread the love