/რეკომენდაციები კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით

რეკომენდაციები კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით

Spread the love

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა  რეკომენდაციები ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით კორონავირუსის პრევენციის მიზნით.
კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში თეორიული და
პრაქტიკული სწავლების განხორციელებისთვის გასათვალისწინებელი ძირითადი რეკომენდაციები
პირველ რიგში მნიშვნელოვანია შესასვლელთან განხორციელდეს თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე მსმენელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.
შესასვლელთან უნდა იყოს დეზობარიერი, და სადეზინფექციო ხსნარი, გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;
უზრუნველყოფილი უნდა იყოს პერსონალი, მსმენელები და მესამე პირები დაცვის საშუალებებით.
სასწავლო/ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია. ასევ აუცილებელია   საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვილი იყოს ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებებით.
სატრენინგო პროცესის, დაწყებამდე და დასრულების შემდგომ, ლეპტოპებიუნდა დამუშავდეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით.  დაუშვებელია ნივთების გაცვლა დეზინფექციის გარეშე.
აუდიტორიებში/დარბაზებში და საგამოცდო/ტესტირების სექტორებში  ერთი ადამიანზე ფართი  5მ2 უნდა იყოს.
დისტანციის დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში, მსმენელი/პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბებით. დაუშვებელია მსმენელების განთავსება ერთმანეთის პირისპირ.
დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაციით. კერძოდ, გარედან შემოსული ჰაერით. თუ შეუძლებელია ბუნებრივი ვენტილაციის დაცვა, მხოლოდ ამ შემთხვევაშია დაშვებული ხელოვნური ვენტილაცია.

 

 


Spread the love