“ამბროლაურის ხმა” ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს
Spread the love
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მაქსიმალური წესების დაცვით მიმდინარეობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე.
ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით;
მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრზე მეტი.