/სტიქიიდან მეორე დღე რაჭაში

სტიქიიდან მეორე დღე რაჭაში

Spread the love

 

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 12 სოფელი კავშირს მოწყდა , დაზიანდა 10 ხიდი, სოფლებს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და განგურდა შიდა სასოფლო გზები.

ბოლო ინფორმაციით  ხუთ სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა, შვიდ სოფელი რჩება მოწყვეტილი გარე სამყაროს, გავრცელებული ინფორმაციით  ორშაბათამდე კიდევ ორ სოფელთან უნდა აღდგეს კავშირი.

შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გომი, ჯინჭვისი, ჟამიერეთის მხარეს.

დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ რაჭაში, სტიქიის შედეგად ოთხი სოფელი გარესამყაროს ერთი თვე იქნება მოწყვეტილი, ესენია: ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუნ ერთი თვე დასჭირდება.

სამუშაოების დაწყება ისევ ვერ ხერდხება სოფლებში – დიდი და პატარა ღები, შოვი, გლოლა და ჭიორა.

დაზიანდა 10 ხიდი, აქედან ოთხი სრულად აღდგენას საჭიროებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები კურორტ შოვში.

დილიდან განახლდა სამუშაობი, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით.

ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება და ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რომ დროულად მოახდინონ  დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია და უკვე  დღის ბოლოს აღდგენილია 10 სოფლის ელექტროენერგიით მომარაგება.

გარესამყაროს მოწყვეტოლი სოფლების მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინიატროს ვერტმფრენებით მიეწოდება საჭირო საკვები პროდუქტი და მედიკამენტები.

პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

სტიქიის მიერ ყველაზე მატად დაზიანებულ ადგილებში მუშაობას აგრძელებენ გეოლოგები.


სოფელი ჯინჭვისი. ფოტო: მამუკა მეტრეველი

სოფელი უწერა. ფოტო: თორნიკე მეტრეველი ,,გაღმა ნაპირი”

 

 

 


Spread the love