/ენერგო–პრო ჯორჯია: ონში ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ენერგო–პრო ჯორჯია: ონში ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

Spread the love

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო, გამორთული აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა გუშინ ღამითვე მოხერხდა.

ამჟამად, ელექტროენერგია მიეწოდება სოფლებს: ლაგვანთა, საკაო, ხიდეშლები, მაჟიეთი, ბორცო და ბასუკაანთი.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რომ დროულად მოახდინონ  დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია.

მიუვალი გზების გამო, ფერხდება სამუშაოების წარმოება, თუმცა, იმ ადგილებში, სადაც არის შესვლის შესაძლებლობა, მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება 800-მდე აბონენტს.

აქედან, დღეს ჩაირთვება 200-ზე მეტი აბონენტი რამდენიმე სოფელში.

აგრეთვე ეტაპობრივად განხორციელდება 600-მდე აბონენტის ენერგომომარაგება სოფლებში უწერა, გლოლა, ღები, ჭიორა და კურორტი შოვი, აღნიშნულ სოფლებში არის ყველაზე მძიმე დაზიანება.

ადიდებულმა მდინარე რიონმა წაიღო მაღალი ძაბვის 35 კვ გადამცემი ხაზის საყრდენები. კომპანიის ტექნიკური სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

 


Spread the love